თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინებს მეორეს კონვენციის ძალაში შესვლისათვის საჭირო მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. კონვენცია ძალაში შევა ამ შეტყობინებებიდან უკანასკნელის მიღების თარიღიდან ოცდამეათე დღეს და გამოყენებული იქნება:
a) წყაროსთან დაბეგრილი იმ შემოსავლების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელშიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს; და
b) ისეთ მოგებაზე, შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელიწად