ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოისურვებს მის შეწყვეტას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის შეწყვეტა დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით, თუ დენონსირება ხდება ნებისმიერი იმ კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, რმოელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთწლიან პერიოდს.

ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

(a) წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს; და

(b) ისეთ მოგებაზე, შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც მიიღება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია ორ პირად ქ. ბუქარესტში, 1997 წლის „ “ დეკემბერს ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

რუმინეთის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილი