1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ამ კონვენციით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებულ ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ ზომით, ვიდრე შესაბამისი დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ასეთი პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
2. არცერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:
a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
c) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გამოააშკარაოს რაიმე ბიზნეს, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გამოაშკარავებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს