1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ხვდება 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ქვეშ, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს დროში რაიმე შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობენ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობაში.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანმხებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა კონვენციის განმარტების ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაამყარონ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი წინა პუნქტების გათვალისწინებით შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ შეთანხმების მიღწევის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვლება აზრთა ზეპირი გაცვლა, ამგვარი გაცვლა შეიძლება განხორციელდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მეშვეობი