1. სტუდენტის, შეგირდის ან ბიზნეს, ტექნიკური, სასოფლო ან სატყეო მეურნეობის დარგის სტაჟიორის მიერ მიღებული ანაზღაურებანი, რომელიც ერთ ხეშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი და პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ სწავლის ან განათლების მიღების მიზნით, ხოლო ეს ანაზღაურებანი განკუთვნილია ცხოვრების, სწავლისა და განათლების მისაღებად. არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ ანაზღაურების წყაროები ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გაგრძელდება მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება შვიდ თანამიმდევრულ წელ