ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. სტაჟიორის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული გათავისუფლება მოქმედებს მხოლოდ პერიოდით, რომელიც არ აღემატება ორ წელიწადს იმ თარიღიდან, როდესაც სტაჟიორი დაიწყებს თავის ტრენინგს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოშ