დაბეგვრის
გამორიცხვა
1. საქართველოში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს იაპონიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე საქართველოს გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც იაპონიაში შემოსავალზე გადახდილი იაპონიის გადასახადის ტოლია; ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
2. იაპონიაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
იაპონიის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადასახდელი გადასახადის იაპონიის გადასახადში ჩათვლის უფლების შესახებ იაპონიის კანონმდებლობის გათვალისწინებით, როდესაც იაპონიის რეზიდენტი საქართველოდან იღებს შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად, ამ შემოსავალზე გადასახდელი საქართველოს გადასახადის თანხა უნდა ჩაითვალოს ამ რეზიდენტისთვის დაკისრებულ იაპონიის გადასახადში. ამასთან, ასეთი ჩათვლა არ უნდა აღემატებოდეს იაპონიის გადასახადის იმ თანხებს, რომელიც ამ შემოსავლის შესატყვისი