გადასახადების
აკრეფაში
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.
2. ტერმინი „საგადასახადო მოთხოვნა” ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემდეგი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო დავალიანებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოდის წინააღმდეგობაში კონვენციის დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებასთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც ასეთ დავალიანებასთან დაკავშირებულ პროცენტს, ადმინისტრაციულ ჯარიმებს და ამ დავალიანების ამოღებისა და უზრუნველყოფის დროს გაწეულ ხარჯებს:
საქართველოში:
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტში აღნიშნული გადასახადები;
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); და
აქციზი;
იაპონიაში:
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (i)-დან (iv)-მდე ნაწილებში აღნიშნული გადასახადები;
სპეციალური კორპორაციული გადასახადი რეკონსტრუქციისთვის;
სამომხმარებლო გადასახადი;
ადგილობრივი სამომხმარებლო გადასახადი;
სამემკვიდრეო გადასახადი; და
გადასახადი ჩუქებაზე;
ნებისმიერი სხვა გადასახადი, რომელიც შეიძლება დროდადრო შეთანხმებულ იქნეს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით; და
ნებისმიერი იდენტური ან არსებითად მსგავსი გადასახადები, რომლებიც დაწესდება ამ კონვენციის ხელმოწერის თარიღის შემდეგ, (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში აღნიშნულ გადასახადებთან დამატებით ან მათ ნაცვლად.
3. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ექვემდებარება გადახდევინებას და იგი ეკისრება პირს, რომელიც ამ დროისთვის ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი ხელი შეუშალოს მის ამოღებას, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, მიღებული იქნება ამოღების მიზნებისთვის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. ეს საგადასახადო მოთხოვნა ამოღებული უნდა იქნეს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გადასახადების გადახდევინებისა და ამოღების მიმართ მოქმედი თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, ისე, თითქოს ეს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენდეს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისთვის მოქმედ პირობებს.
4. როდესაც ხელშემკვრელი სახეელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს მოთხოვნას, რომელთან დაკავშირებითაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები მისი ამოღების უზრუნველსაყოფად, ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიღებული უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, გამოიყენებს ამ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიებებს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ისე, თითქოს ეს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენდეს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ დროისათვის, როდესაც გამოიყენება ამგვარი ღონისძიებები, ეს საგადასახადო მოთხოვნა პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ ექვემდებარება საგადასახო გადახდევინებას ან ეკისრება პირს, რომელსაც უფლება აქვს ხელი შეუშალოს ამ საგადასახადო მოთხოვნის ამოღებას.
5. მიუხედავად მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-3 ან მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად მიღებული საგადასახადო მოთხოვნა არ ექვემდებარება დროში შეზღუდვას ან მას არ მიენიჭება საგადასახადო მოთხოვნის მიმართ მოქმედი რაიმე უპირატესობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მისი ბუნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ არ მიენიჭება რაიმე უპირატესობა, რომელიც მოქმედებს ასეთი საგადასახადო მოთხოვნის მიმართ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებისთვის მიღებული საგადასახადო მოთხოვნის ამოღებისას ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ისეთი მოქმედებები, რომლებსაც მათი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ განხორციელების შემთხვევაში, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექნებოდა ამ საგადასახადო მოთხოვნის მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის ვადების შეჩერების ან შეწყვეტის ეფექტი, ექნებათ ასეთი ეფექტი ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომ მან განახორციელა ასეთი მოქმედებები.
7. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის არსებობასთან, მოქმედებასთან ან ოდენობასთან დაკავშირებული წარმოება დაუშვებელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული უწყების წინაშე.
8. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 ან მე-4 პუნქტის გათვალისწინებით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიმართავს საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე და მანამდე, სანამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მოთხოვნას ამოიღებს და გადასცემს პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ეს საგადასახადო მოთხოვნა აღარ განიხილება:
მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომელიც ექვემდებარება გადახდევინებას ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც ეკისრება პირს, რომელსაც ამ დროისთვის, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის ამოღებას; ან
მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომელთან დაკავშირებითაც ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისი შიდასახელწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები მისი ამოღების უზრუნველსაყოფად.
პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ამ ფაქტის შესახებ და ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შეხედულების მიხედვით, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ან ან გამოიტანოს თავისი მოთხოვნა.
9. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი აკისრებდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ვალდებულებას:
განახორციელოს ადმინისტრაციული ზომები, რომელიც წინააღმდეგობაშია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან;
განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგთან (ordre public);
გაუწიოს დახმარება, თუ მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ არ გაატარა შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის ამოღების ან უზრუნველყოფის ყველა გონივრული ღონისძიება, რომელიც ხელმისაწვდომია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული პრაქტიკის მიხედვით;
გაუწიოს დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის ადმინისტრაციული ტვირთი აშკარად არათანაზომიერია იმ სარგებელთან, რომელიც უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფო