შეწყვეტა

ეს კონვენცია ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ კონვენციის მოქმედება ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის კონვენციის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

საქართველოში:

წყაროსთან დაკავებული გადასახდების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;

შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებისთვის დარიცხვის ნებისმიერი საგადასახადო წლისთვის, რომელიც იწყება ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

იაპონიაში:

საგადასახადო წლის საფუძველზე დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებით, გადასახადებისთვის ნებისმიერი საგადასახადო წლებისთვის, რომლებიც იწყება ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;

იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელთა დაკისრება არ განხორციელებულა საგადასახადო წლის საფუძველზე, გადასახადებისთვის, რომლებიც დაკისრებულ იქნა ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია ქ,... [რიგობითი რიცხვითი სახელი], [თვე], [წელიწადი] ... ორ დედნად, ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

იაპონიის

სახელით

ოქმი

„საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ კონვენციის” (შემდგომში „კონვენციად“ წოდებული) ხელმოწერის დროს საქართველო და იაპონია შეთანხმდნენ, შემდეგ დებულებებზე, რომლებიც წარმოადგენს ამ კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

ამ კონვენციასთან მიმართებაში:

საქართველოს შემთხვევაში მიიჩნევა, „პოლიტიკური ქვედანაყოფები ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია ორ დედნად, ქ. [რიგობითი რიცხვითი სახელი] დღე, [თვე], წელიწადი, ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

იაპონიის

სახელ