სარგებლობა
1. თუ ეს მუხლი სხვაგვარად არ ითვლისწინებს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ არ გავრცელდება შეღავათი, რომელიც სხვა შემთხვევაში იმოქმედებდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად, თუ ასეთი რეზიდენტი არ წარმოადგენს მე-2 პუნქტში განსაზღვრულ კვალიფიციურ პირს იმ დროისთვის, როდესაც სხვა მხრივ, ეს შეღავათი მის მიმართ გავრცელდებოდა.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კვალიფიციური პირია იმ დროისთვის, როდესაც სხვა მხრივ, მის მიმართ გავრცელდებოდა შეღავათი მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიხედვით, თუ ამ დროისთვის ეს რეზიდენტი არის:
ფიზიკური პირი;
ეს ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი, ან ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სააგენტო ან უწყება;
კომპანია ან სხვა ერთეული, თუ მისი აქციების ძირითადი კლასით ვაჭრობა რეგულარულად ხორციელდება ერთ ან მეტ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე; ან
პირი, გარდა ფიზიკური პირისა, თუ ამ დროისთვის ან სულ მცირე, იმ თორმეტთვიანი პერიოდის დღეების ნახევრის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ამ დროს, პირები, რომლებიც არიან ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები და რომლებიც წარმოადგენენ კვალიფიციურ პირებს (a), (b) ან (c) ქვეპუნქტების მიხედვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ ამ პირის აქციების სულ მცირე, 50%-ს.
3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი არ არის კვალიფიციური პირი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც უარი თქვა ამ მუხლის წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათის მინიჭებაზე, შეუძლია, მიუხედავად ამისა, მიანიჭოს შეღავათი, რომელიც სხვა მხრივ, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიხედვით, იმოქმედებდა, ამ კონვენციის ობიექტისა და მიზნის გათვალისწინებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რეზიდენტი დაამტკიცებს ამ კომპეტენტური ორგანოსთვის დამაკმაყოფილებლად, რომ არც მისი დაფუძნების, არც შეძენის ან ფლობის, არც მის მიერ გარიგებების დადების ერთ-ერთ ძირითად მიზანს არ წარმოადგენდა ასეთი შეღავათის მოპოვება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, რომელსაც წარედგინა ასეთი მოთხოვნა გამართავს კონსულტაციებს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან მანამ, სანამ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ტერმინი „აქციების ძირითადი კლასი“ ნიშნავს კომპანიის ან ერთეულის აქციების კლასს ან კლასებს, რომლებიც წარმოადგენს ამ კომპანიის ან ერთეულის მთლიანი ხმების და ღირებულების უმრავლესობას;
იმ ერთეულებთან დაკავშირებით, რომლებიც არ წარმოადგენს კომპანიებს, ტერმინი „აქციები“ ნიშნავს წილებს, რომლებიც აქციების მსგავსია;
ტერმინი „აღიარებული საფონდო ბირჟა“ ნიშნავს:
საფონდო ბირჟას, რომელიც დაფუძნებულია და რეგულირდება, როგორც ასეთი, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით; და
ნებისმიერ სხვა საფონდო ბირჟას, რომელზეც შეთანხმდებიან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები.
5. ამ კონვენციის ნებისმიერი სხვა დებულებების მიუხედავად, მის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდება შემოსავლის ელემენტზე, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, დასაბუთებულად დგინდება, რომ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, რომლის შედეგად პირდაპირ ან ირიბად მიიღება ეს შეღავათი, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათით სარგებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში აღნიშნული შეღავათის მინიჭება შეესაბამისობაში იქნებოდა წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების არსსა და მიზანთა