შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია უნდა დამტკიცდეს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად და ძალაში შედის ასეთი დამტკიცების აღმნიშვნელი დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან ოცდამეათე დღეს.

2. ეს კონვენცია იმოქმედებს:

საქართველოში:

წყაროსთან დაკავებული გადასახდების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;

შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებისთვის დარიცხვის ნებისმიერი საგადასახადო წლისთვის, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

იაპონიაში:

საგადასახადო წლის საფუძველზე დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებით, გადასახადებისთვის ნებისმიერი საგადასახადო წლებისთვის, რომლებიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის კალენდარული წლის მომდევნო წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;

იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელთა დაკისრება არ განხორციელებულა საგადასახადო წლის საფუძველზე გადასახადებისთვის, რომლებიც დაკისრებულ იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

3. მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, 25-ე და 26-ე მუხლების დებულებები იმოქმედებს ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა გადასახადები დაკისრებული ან იმ საგადასახადო წლისა, რომელსაც ეხება ეს გადასახადები.

4. კონვენცია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ოქმთან ერთად, რომლებიც ხელმოწერილ იქნა 1986 წლის 18 იანვარს (შემდგომში, „წინა კონვენცია“) საქართველოსა და იაპონიას შორის წყვეტს მოქმედებას იმ დღიდან, რომლიდანაც მოქმედებს ეს კონვენცია იმ გადასახადების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ეს კონვენცია მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებების მიხედვით.

5. ამ კონვენციის ძალაში შესვლის მიუხედავად, ფიზიკური პირი, რომელიც არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელსაც ამ კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისთვის აქვს წინა კონვენციის მე-17 მუხლის შეღავათებით სარგებლობის უფლება, კვლავინდებურად ისარგებლებს ასეთი შეღავათებით მანამ, სანამ ამ ფიზიკური პირის მიერ ამ შეღავათებით სარგებლობის უფლება არ შეწყდებოდა, წინა კონვენცია, რომ ძალაში ყოფილიყო.

6. წინა კონვენვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებას წყვეტს იმ ბოლო დღეს, როდემდეც იგი მოქმედებს ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების შესაბამისა