1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ბელარუსში, საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ბელარუსში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ბელარუსში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია
.
ასეთი გამოქვითვა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b) როდესაც ბელარუსის რეზიდენტი იღებს შემოსავალს (მოგებას), ან ფლობს ქონებას, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ბელარუსი დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე (მოგებაზე) გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე (მოგებაზე) გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი სახით გამოქვითული ოდენობა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე (მოგებაზე) ან კაპიტალზე გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც გამოქვითვამდე საქართველოში დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე (მოგებაზე) ან კაპიტალზე.
2. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამის მიუხედავად, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ