კაპიტალის
მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, გარდა მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებისა, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
3. შემოსავალი, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციას, იღებს ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონების, გარდა მე-6 მუხლში ხსენებული უძრავი ქონებისა, გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ კომპანიის აქციების ან მსგავსი უფლებების, როგორიც არის წილები ამხანაგობაში ან ტრასტში, გასხვისებით მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ნებისმიერ დროს გასხვისებამდე 365 დღის განმავლობაში, ამ აქციების ან მსგავსი უფლებების ღირებულების სულ მცირე 50 პროცენტი, პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნილი იყო მე-6 მუხლით განსაზღვრული, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი აქციებით ან მსგავსი უფლებებით ვაჭრობა არ ხორციელდება 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის (c) ქვეპუნქტში განსაზღვრულ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე და ამ რეზიდენტის ურთიერთდაკავშირებული პირები ჯამში ფლობენ ასეთი აქციების ან მსგავსი წილების კლასის 5%-ს ან ნაკლებს.
5. პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ