საზღვაო

და

საჰაერო

ტრანსპორტი

1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო თავისუფლდება საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საწარმოს შემთხვევაში, იაპონიის საწარმოს გადასახადისგან (enterprise tax) და იაპონიის საწარმოს შემთხვევაში, ნებისმიერი გადასახადისგან, რომელიც იაპონიის საწარმოს გადასახდის მსგავსია და დაწესდება საქართველოში ამ კონვენციის ხელმოწერის დღის შემდეგ.

3. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები ასევე ვრცელდება ფონდში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზ