დაწესებულება

1.
ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2.
ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ძირითადად მოიცავს:

მართვის ადგილს;

b. ფილიალს;

ოფისს;

ქარხანას;

სახელოსნოს, და

მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:

შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ ნებისმიერი ისეთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტებში იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის;

ფიქსირებული ადგილის a)-დან e)-მდე ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის მთლიანი საქმიანობა, რომელიც ამგვარი ერთობლიობიდან გამომდინარეობს, არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. მე-4 პუნქტი არ მოქმედებს საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მიმართ, რომელიც გამოიყენება საწარმოს მიერ ან გააჩნია საწარმოს, თუ იგივე საწარმო ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმო ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას იმავე ადგილზე ან იმავე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე სხვა ადგილზე და

ეს ან სხვა ადგილი წარმოადგენს ამ საწარმოს ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმოს მუდმივ დაწესებულებას ამ მუხლის დებულებების მიხედვით, აn

ამ ორი საწარმოს მიერ ერთსა და იმავე ადგილზე ან იმავე საწარმოს, ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმოების მიერ ამ ორ ადგილზე განხორციელებული საქმიანობების კომბინაციიდან გამომდინარე მთლიანი საქმიანობა, არ არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის,იმ პირობით, თუ ამ ორი საწარმოს მიერ ერთსა და იმავე ადგილზე ან იმავე საწარმოს ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმოების მიერ ამ ორ ადგილზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენს დამატებით ფუნქციებს, რომლებიც შეკრული ეკონომიკური საქმიანობის ნაწილია.

6. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, მაგრამ მე-7 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, თუ პირი, მოქმედებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით და ამ პროცესში ჩვეულებრივ დებს კონტრაქტებს ან ჩვეულებრივ ასრულებს ძირითად როლს, რომელიც იწვევს იმ კონტრაქტების დადებას, რომლებიც სტანდარტულად იდება საწარმოს მიერ არსებითი მოდიფიკაციის გარეშე და ეს კონტრაქტები იდება

საწარმოს სახელით, ან

საწარმოს კუთვნილ ქონებაზე ან ქონებაზე, რომელზეც საწარმოს გააჩნია სარგებლობის უფლება, საკუთრების გადაცემის ან სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით, ან

ამ საწარმოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით,მაშინ მიჩნეულi უნდა იქნეს, რომ ამ საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით, რომელსაც ეს პირი ახორციელებს ამ საწარმოსთვის, თუ ასეთი პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომლებიც საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში (გარდა საქმიანობის ისეთი ფიქსირებული ადგილისა, რომლიც მიმართაც იმოქმედებდა მე-5 პუნქტი), არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად.

7. მე-6 პუნქტი არ გამოიყენება, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით მოქმედი პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როგორც დამოუკიდებელი აგენტი და მოქმედებს საწარმოსთვის თავისი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. თუმცა, თუ პირი მოქმედებს ექსკლუზიურად ან თითქმის ექსკლუზიურად ერთი ან მეტი საწარმოს სახელით, რომლებთანაც ის მჭიდროდ არის დაკავშირებული, ეს პირი არ უნდა იქნეს მიჩნეული დამოუკიდებელ აგენტად ამ პუნქტის გაგებით, ნებისმიერ ასეთ საწარმოსთან დაკავშირებით.

8. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

9. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირი ან საწარმო მჭიდროდ არის დაკავშირებული საწარმოსთან, თუ ყველა არსებითი ფაქტიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ერთი ახორციელებს მეორის კონტროლს ან ერთი და იგივე პირები ან საწარმოები ახორციელებენ ორივეს კონტროლს. ნებისმიერ შემთხვევაში, პირი ან საწარმო უნდა იქნეს მიჩნეული საწარმოსთან მჭიდროდ დაკავშირებულად, თუ ერთი არის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მეორეში 50 პროცენტზე მეტი ბენეფიციური წილის (ან კომპანიის შემთხვევაში, თუ საერთო ხმების და კომპანიის წილების ღირებულების ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში აქციების ბენეფიციური წილის 50 პროცენტზე მეტის) მფლობელი ან თუ მეორე პირი ან საწარმო არის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, პირის და საწარმოს ან ორივე საწარმოს 50 პროცენტზე მეტი ბენეფიციური წილის (ან კომპანიის შემთხვევაში, თუ საერთო ხმების და კომპანიის წილების ღირებულების ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში აქციების ბენეფიციური წილის 50 პროცენტზე მეტის) მფლობელ