1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, სათავო ან მთავარი ოფისის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, აგრეთვე ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს აღიარებულ საპენსიო ფონდს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არცერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც ის წარმოადგენს;

თუ ის არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინონ ის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის რეზიდენტადაც უნდა იქნეს მიჩნეული ასეთი პირი ამ კონვენციის მიზნებისთვის, მისი სათავო ან მთავარი ოფისის ადგილის, ეფექტური მართვის ადგილის, რეგისტრაციის ან სხვა სახით დაფუძნების ადგილის ან ნებისმიერი სხვა არსებითი ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს ამ კონვენციით გათვალისწინებული რაიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლებ