განსაზღვრებები
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
საქართველოს ტერიტორია, გეოგრაფიული გაგებით გამოყენებისას, ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ და შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; ასევე მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
ტერმინი „იაპონია”, გეოგრაფიული გაგებით გამოყენებისას, ნიშნავს იაპონიის მთელ ტერიტორიას, მისი ტერიტორიული ზღვის ჩათვლით, რომელზეც ძალაშია იაპონიის გადასახადთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი ტერიტორიული ზღვის მიღმა არსებულ მთელ ტერიტორიას, მათ შორის მის ფსკერს და წიაღს, რომელთა მიმართაც იაპონიას გააჩნია სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და რომელზეც ძალაშია იაპონიის გადასახადთან დაკავშირებული კანონმდებლობა;
ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან იაპონიას, კონტექსტის შესაბამისად;
ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
ტერმინი „საწარმო“ მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ ადგილებს შორის და საწარმო, რომელიც ახორციელებს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციას არ წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს;
ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
საქართველოში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს
იაპონიაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა; და
ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა” მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას;
ტერმინი ხელშემკვრელი სახელმწიფოს „აღიარებული საპენსიო ფონდი“ ნიშნავს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით დაფუძნებულ ერთეულს ან სქემას, რომელიც ამ მხარის საგადასახადო კანონების თანახმად მიჩნეულია დამოუკიდებელ პირად და:
რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლოატაციაც ხორციელდება ფიზიკური პირებისთვის საპენსიო შეღავათების და დამხმარე ან თანმდევი შეღავათების ან სხვა მსგავსი ანაზღაურების მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ადმინისტრირების ან მინიჭებისათვის და რომელიც როგორც ასეთი, რეგულირდება ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ; ან
რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლოატაციაც ხორციელდება მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სხვა აღიარებული საპენსიო ფონდების სასარგებლოდ თანხების ინვესტირებისთვის.
თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული ერთეული ან სქემა, აღიარებული საპენსიო ფონდი იქნებოდა (i) ან (ii) ქვეპუნქტების მიხედვით, თუ იგი დამოუკიდებელ პირად იქნებოდა მიჩნეული ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ ამ კონვენციის მიზნებისთვის, იგი უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებელ პირად ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ამ ერთეულის ან სქემის ყველა აქტივი და შემოსავალი უნდა იქნეს მიჩნეული ამ დამოუკიდებელი პირის და არა სხვა პირის მიერ მიღებულ აქტივად და შემოსავლად.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ან კომპეტენტური ორგანოები არ შეთანხმდებიან 24-ე მუხლის დებულებების შესაბამისად განსხვავებულ მნიშვნელობაზე, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები