1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.
3. მიუხედავად მე-2 პუნქტის დებულებებისა, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:
ამ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი ან ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო; ან
პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სავალო მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც გარანტირებული, უზრუნველყოფილი ან არაპირდაპირ დაფინანსებულია ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ან მთლიანად ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მფლობელობაში არსებული დაწესებულების მიერ.
4. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და ჯილდოების ჩათვლით, აგრეთვე სხვა შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც გასესხებული ფულიდან მიღებული შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც წარმოიშობა ეს შემოსავალი. ამ მუხლის მიზნებისთვის, მე-10 მუხლში განხილული შემოსავალი და ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე, პროცენტად არ განიხილება.
5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
6. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. თუმცა, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.
7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები