1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ამასთან, დივიდენდები, რომლებიც გადახდილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. მიუხედავად მე-2 პუნქტის დებულებებისა, დივიდენდები, რომელთა გამოქვითვა შესაძლებელია დივიდენდების გადამხდელი კომპანიის დასაბეგრი მოგების გამოანგარიშებისას იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ეს კომპანია, შეიძლება დაიბეგროს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 10 პროცენტს.

4. მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ შეეხება კომპანიის იმ მოგების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „დივიდენდები” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენს მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

6. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

7. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდა