1. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, პენსიები, ანიუიტები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გადაეხდება წარსულში განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსიები და სხვა მსგავსი გადახდები, განხორციელებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური დაცვის კანონმდებლობის თანახმად დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
3. ტერმინი „ანიუიტი“ ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელიც პერიოდულად გადაიხდება დადგენილ ვადებში სიცოცხლის ან დროის განსაზღვრულ ან დადგენილ პერიოდში იმ აღებული ვალდებულების საფუძველზე, რომ გადახდები განხორციელდება ფულადი ან სხვა სახით ადეკვატური და სრული კომპენსაციის მიზნი