1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ კონვენციის წინა მუხლებში, ექვემდებარებიან დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ნებისმიერი ამგვარი შემოსავალი, მიღებული ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს წყაროებიდან, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. 1-ლი პუნქტის დებულეები არ გამოიყენება სხვა შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავებულია მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ამ შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურეობას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მიღებულია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-15 მუხლების დებულებებ