1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული ანაზღაურება, ამ სახელმწიფოსათვის, ხელისუფლებისათვის ან ქვედანაყოფისათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b)ამასთან, ამგვარი ანაზღაურება იბეგრება მხოლდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

(i)არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან

(ii)არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით

2. a) ხეშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლებისათვის გაწეული სამსახურისათვის, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b)ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.

3. მე-16, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებები გამოიყენება ანაზღაურებებისა და პენსიების მიმართ, რომელიც მიღებულია სამსახურისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირები