1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების გაწევის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გამოკლებით, როცა ასეთი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:
a) თუ აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად მას გააჩნია რეგულარულად გამოყენებადი მუდმივი ბაზა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში; ან
b) თუ ის იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელიც ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში;
a) ან b) ქვეპუნქტებში განსაზღვრულ შემთხვევებში შემოსავლი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ფიქსირებულ ბაზას ან მიიღება რეზიდენტის ამ მეორე სახელმწიფოში ყოფნის პერიოდში განხორციელებული საქმიანობისაგან.
2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, იურისტების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა