1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება და, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10%-ს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტი გათავისუფლდება დაბეგვრისაგან ამ სახელმწიფოში, თუ გადაიხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის, მისი ეროვნული (ცენტრალური) ბანკის ან ამ მთავრობის იმ ნებისმიერი ბანკის ან დაწესებულების სავალე მოთხოვნაზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან განახორციელონ, გასცენ გარანტიით ან დააზღვიონ კრედიტები მეორე სახელმწიფოს მთავრობის სახელით.
4. ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი „პროცენტი“ ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად, კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე მოთხოვნებიდან მიღებული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისათვის, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტები.
5. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც პროცენტის ფაქტობრივი მფლბელი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიშობა პროცენტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან, ამ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-15 მუხლების დებულებები.
6. ითვლება, რომ პროცენტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი, და ეს პროცენტი გადაიხდება ასეთი მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
7. თუ გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო წარმოქმნილ სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტი, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და პროცენტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები