1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესრულებისა და, მათ შორის, გადასახადებისაგან თავის არიდებისათვისაც იმ გადასახადებზე, რომლებზედაც კონვენცია ვრცელდება იმ ზომით, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
2. არც ერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:
a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
с) გასცენ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გახსნას რაიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკა