ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოახდენს მის დენონსირებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის დენონსირება დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით, ნებისმიერი კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების მიმართ–შემოსავლებიდან, რომლებიც გადაიხდება ან დაირიცხება იმ კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც ასეთი შეტყობინება იქნა გადაცემული;
b) სხვა გადასახადების მიმართ–საგადასახადო პერიოდებისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელშიც ასეთი შეტყობინება იქნა გადაცემული.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1997 წლის 18 თებერვალს, ორ ნამდვილ ეგზემპლარად ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
ამ კონვენციის დებულებების ახსნა-განმარტებაში წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილი