1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს ყველა ფორმალობის შესრულების შესახებ, რაც თითოეული მათგანის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია ამ კონვენციის ძალაში შესვლისათვის.

2. ეს კონვენცია ძალაში შედის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები გამოიყენება:

a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების მიმართ–შემოსავლებიდან, რომლებიც გადაიხდება ან დაირიცხება იმ კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ კონვენციის ძალაში შესვლის წელიწადს;

b) სხვა გადასახადების მიმართ–საგადასახადო პერიოდებისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ კონვენციის ძალაში შესვლის წელიწად