1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ გადასახადებზე, რომლებზედაც მოცემული კონვენცია ვრცელდება მანამდე, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას, კომპეტენტური ორგანოები აგრეთვე მიიღებენ ზომებს გადასახადისაგან თავიდან არიდების წინააღმდეგ. ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება 1–ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ჩარჩოებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ეს პირები ან ორგანპოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობის ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. არცერთ შემთხვევაში 1–ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:

a)გაატარონ ადმინისტრაციული ღონისიძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდონ ინფორმაცია ,რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;

c) გასცენ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გახსნას რაიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ პოლიტიკას (საზოგადოებრივიწესრიგს