მოცემული კონვენცია ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოახდენს მის შეწყვეტას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის შეწყვეტა, კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის დამთავრებამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, დიპლომატიური არხების მეშვეობით შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით. ასეთ შემთხვევაში, კონვენცია წყვეტს მოქმედებას:
ა) თავიდანვე გამოქვითულ გადასახადებთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ მიღებულ თანხებზე;
ბ) შემოსავალზე დაწესებულ სხვა გადასახადებთან დაკავშირებით, რომლის საგადასახადო პერიოდი იწყება შეტყობინების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ.
კონვენცია იტალიის მთავრობასა და საქართველოს შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
დამატებითი ოქმი
ხელს ვაწერთ რა კონვენციას, დადებულს დღეს იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, შევთანხმდით შევიტანოთ შემდეგი დამატებითი დებულეები, რომლებიც შეადგენენ მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს.
მიღებულია, რომ:
1. მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის ბ) ქვე–პუნქტის გათვალისწინებით და თუ იტალია მომავალში შემოიღებს გადასახადს კაპიტალზე. მოცემული კონვენცია გამოიყენება აღნიშნული გადასახადის მიმართ, ხოლო ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებულ იქნება მოცემული კონვენციის 24–ე მუხლის მე–2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად.
2. მე–7 მუხლის გათვალისწინებით, ტერმინი „ბიზნესიდან მოგება“, საქართველოს შემთხვევაში, მოიცავს ეკონომიკურ მოგებას.
3. მე–. მუხლის მე–3 პუნქტის გათვალისწინებით, ტერმინი „მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის გაწეული ხარჯები“ ნიშნავს მუდმივი დაწესებულების მოღვაწეობასთან უშუალოდ დაკავშირებულ ხარჯებს.
4. მე–8 მუხლის გათვალისწინებით, საერთაშორისო გადაზიდვებში გემებისა და თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება მოიცავს:
(ა) საერთაშორისო გადაზიდვებში გემებისა და თვითმფრინავების გაქირავებიდან მოღებულ მოგებას,(ბ) კონტეინერების (ტრაილერების, ბარჟების და კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის სხვა მოწყობილობების ჩათვლით) გაქირავებიდან ან ექსპლუატაციიდან მიღებულ მოგებას, თუ ეს მოგება დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში გემებისა და თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მიღებულ მოგებასთან.
5. 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის დებულებები არ შეზღუდავენ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად, მოცემული კონვენციით განსაზღვრული პირობების შესრულებაში.
6. რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს მოცემულ დამატებით ოქმს.
შესრულებულია ორ პირად 2000 წლის 31 ოქტომბერს, ინგლისურ, ქართულ და იტალიურ ენებზე. ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
იტალიის რესპუბლიკის სახელით
საქართველოს სახელ