1. კონვენცია ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღეს და მისი დებულებები გავრცელდება:

(ა) თავიდანვე გამოქვითულ გადასახადებთან დაკავშირებით, კონვენციის ძალაში შესვლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ მიღებულ თანხებზე.

(ბ) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებულ სხვა გადასახადებთან დაკავშირებით, გადასახადებზე, რომლის საგადასახო პერიოდი იწყება კონვენციის ძალაში შესვლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდე