1. ერთ–ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავიდანვე გამოქვითული გადასახადები ანაზღაურდება გადასახადის გადამხდელისა ან იმ სახელმწიფოს მოთხოვნით, რომლის რეზიდენტსაც ის წარმოადგენს, თუ აღნიშნული გადასახადების აკრეფის უფლება ექვემდებარება მოცემული კონვენციის დებულებებს.

2. ანაზღაურების მოთხოვნებს, რომლებიც წარდგენილ იქნება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ეკისრება ანაზღაურების განხორციელება, თან უნდა დაერთოს ხელშემკვრელი სახელმწიფოს (როლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელი) ოფიციალური საბუთი, რომელიც ადასტურებს მოცემული კონვენციით გათვალისწინებული ანაზღაურების გამოყენების უფლების არსებობას.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით შეიმუშავებენ მოცემული მუხლის გამოყენების ფორმას, მოცემული კონვენციის მუხლის 26–ე დებულებების თანახმად.

თავი VI დასკვნითი დებულებე