1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ გადასახადებზე, რომლებზედაც მოცემული შეთანხმება ვრცელდება მანამდე, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას, კომპეტენტური ორგანოები აგრეთვე მიიღებენ ზომებს გადასახადისაგან თავიდან აცილების წინააღმდეგ. ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ჩარჩოებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განბილვით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. ეს პირობები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობის ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
2. არცერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის:
ა) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
ბ) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
გ) გასცენ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გახსნას რაიმე სავაარო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაარო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს