1. ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ერთმანეთს უნდა გაუწიონ თანადგომა და დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ აუწყონ და ამოიღონ მე-2 მუხლში მითითებული გადასახადები, ისევე, როგორც დამატებითი გადასახადები, სხვა სახის დამატებები, პროცენტი, დანახარჯები და არაჯარიმული ხასიათის პენიები.

2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო თავისი საგადასახადო შეტყობინებისა და ანაზღაურებისას გამოყენებადი სამართლებრივი დებულებებისა და ნორმატივების შესაბამისად, უზრუნველყოფს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში შესატან პირველ პუნქტში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნებს შეტყობინებასა და ამოღებას.

3. მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს თან უნდა ახლდეს იმ დოკუმენტის ოფიციალური ასლი, რომლითაც ხდება აღსრულების უზრუნველყოფა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი საბოლოო სახის ადმინისტრაციული ან იურიდიული გადაწყვეტილების ოფიციალური ასლი.

4. აპელაციისათვის მიმართულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მათი უფლებების უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა მოსთხოვონ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვითი ზომების გამოყენება; ზემოაღნიშნული ზომების თვალსაზრისით პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოყენებული უნდა იქნან მუტატის მუტანდის.

5. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება, ამ მუხლის ძალით, ასევე გამოყენებული უნდა იქნას ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის მიწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიმარ