1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის ნაწილები, მიუხედავად მისი წარმოქმნის ადგილისა, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ კონვენციის წინა მუხლებში დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილები დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მიმღები რეზიდენტს წარმოადგენს.
2. 1-ლი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის ნაწილები, რომელსაც არ შეებება მოცემული შეთანხმების წინამდებარე მუხლები და რომლებიც მიღებულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეიძლება დაიბეგროს პირველ სახელმწიფოში, თუ შემოსავლის აღნიშნული ნაწილები არ არის დაბეგრილი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
ქონების დაბეგვ