1. მენეჯერთა ჰონორარები და სხვა მსგავსი გადასახადები, რომლებსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის ან დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
წინამდებარე დებულებები აგრეთვე გამოიყენება იმ ფუნქციის შესრულების შედეგად მიღებული ანაზღაურების მიმართ, რომლებიც, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად, რომელშიც კომპანია წარმოადგენს რეზიდენტს, მიიჩნევა იგივე ხასიათის ფუნქციებად, როგორც ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებულია იმ პირთათვის, რომლებიც ასრულებენ ამ ფუნქციებს.
2. 1-ლ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ-კომპანიიდან მმართველობითი და ტექნიკური ბასიათის ყოველდღიური ფუნქციების შესრულების შედეგად მიღებული ანაზღაურება, და ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მისი, როგორც კომპანიის პარტნიორის (გარდა იმ სააქციო კაპიტალის კომპანიისა, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს) პირადი მოღვაწეობის შედეგად მიღებული ანაზღაურება, შეიძლება დაიბეგროს მე-15 მუხლის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ანაზღაურება მიიჩნევა მუშაკის მიერ მუშაობის შედეგად მიღებულ ანაზღაურებად, ხოლო „დამქირავებლად“ მიიჩნევა კომპანი