1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ბენეფიციალურ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

ა) დივიდენდების საერთო თანხის 5%-ს, იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციალური მფლობელი არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 25%-ს;

ბ) დივიდენდების საერთო თანხის 15%-ს ყველა სხვა შემთხვევაში.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუბლში გამოყენებისას, ტერმინი დივიდენდები ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance“ აქციებიდან ან „jouissance“ უფლებებიდან, სამთომომპოვებელი აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მონაწილეობას მოგებაში, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი საწარმო.

4. 1-ლი და მე–2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ ამ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი, არის რა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს ბიზნესს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამბდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და რომელთანაც დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5. კომპანია, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და იღებს შემოსავლებს ან მოგებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოდან, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დააკისროს გადასახადი კომპანიის გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდები გადაიბდება იმ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან რომელთან დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ დაკავშირებულია იმ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგებები მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებებიდა