1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალთი გადასახადს დაექვემდებარება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ რეზიდენტი წარმოადგენს როიალთის ბენეფიციალურ მფლობელს.
2. ასეთი როალთი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოქმნა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) როიალთის საერთო თანხის 5%-ს, იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციალური მფლობელი არის ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო;
ბ) როიალთის საერთო თანხის 10%-ს ყველა სხვა შემთხვევაში.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალთი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მინიჭებისათვის, კინემატოგრაფიული ფილმების და სატელევიზიო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმების, კასეტების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო მოწყობილობის გამოყენებისათვის, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციისათვის.
4. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალთის ბენეფიციალური მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ახორციელებს ბიზნესს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალთი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურეობას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რის მიმართაც გადაიბდება როიალთი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მე-7 და მე-14 მუბლების დებულებები.
5. როიალთი მიჩნეულ იქნება წარმოქმნილად ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის თვით ეს სახელმწიფო, პოლიტიკური ქვეგანაყოფი, ადგილობრივი ხელისუფლება ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალთის გადამბდელ პირს, მიუხედავად იმისა არის ის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აქვს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელზეც მას ევალება როიალთის გადახდა, და ასეთი როიალთი წარმოქმნილია მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მიერ, მაშინ ასეთი როიალთი მიიჩნევა წარმოქმნილად იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალთის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარეგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნება გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ამ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონების შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები