1. მე-6 მუხლით განსაზღვრული შემოსავლები უძრავი ქონების გასხვისებიდან შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ეს ქონება მდებარეობს.
2. შემოსავლები იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შექმნილი მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ფიქსირებული ბაზის განკარგულებაში მყოფი მოძრავი ქონების გასბვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარეობს დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების ან ხსენებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატირებასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასბვისებიდან, გარდა იმისა, რომელიც აღნიშნულია 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ