1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალთი გადასახადს დაექვემდებარება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ რეზიდენტი წარმოადგენს როიალთის ბენეფიციალურ მფლობელს.

2. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალთი“ ნიშნავს ნებისმიერი თანხის გადასახდელებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების გამოყენების ან გამოყენებაწზე საავტორო უფლების მინიჭებისათვის, კინემატოგრაფიული ფილმების და სატელევიზიო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმების, კასეტების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, ან სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ინფორმაციისათვის.

3. 1–ლი და მე–2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალთის ბენეფიციალური მფლობელი, როგორც ერთი ხელეშმკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ახორციელებს ბიზნესს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალთი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურეობას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რის მიმართაც გადაიხდება როიალთი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, როიალთი ექვემდებარება გადასახადს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალთის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანმხებული იქნება გადამხელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხისმიმართ. ამ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონების შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები