1. მოცემული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, მისი ყოფნის ხანგრძლივობის, მართვის ადგილის ან სხვა ნებისმიერი ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ ქვეყანაში მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებზე ან კაპიტალზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

ბ) თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს;

გ) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;

დ) თუ ის არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე ან არცერთის, მაშინ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტიური მართვის ადგილ