1. მოცემულ შეთანხმებაში, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

ა) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს და ტერიტორიულ ზღვარს, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ბ) ტერმინი „ბელგია“ ნიშნავს ბელგიის სამეფოს, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ნიშნავს ბელგიის სამეფოს ტერიტორიას, ტერიტორიული წყლებისა და ზღვისა და საეაერო სივრცის იმ ნაწილს, რომელზეც ბელგია, თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ახორციელებს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას;

გ) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი მხარე“ და „მეორე ხელშემკვრელი მხარე“, ნიშნავს საქართველოსა და ბელგიას გამომდინარე კონტექსტიდან;

დ) ტერმინი „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

ე) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციას ან ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება კორპორაციად იმ ხელშემკვრელ ქვეყანაში, რომლის რეზიდენტიც ის არის;

ვ) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ და „ მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ;

ზ) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, საგზაო ტრანსპორტით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება იმ საწარმოს მიერ რომლის ფაქტიური მართვის ადგილი მდებარეობს ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

თ) ტერმინი „საწარმოს ფაქტიური მართვის ადგილი“ ნიშნავს ადგილს, სადაც ხდება ზემოაღნიშნული საწარმოების საქმეთა და ინტერესების მართვა;

ი) ტერმინი „კომპეტენტური ხელისუფლება“ ნიშნავს:

1. საქართველოს შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

2. ბელგიის შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

კ) ტერმინი „პირი „ ნიშნავს:

1.  ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ ინდივიდუმს;

2. ნებისმიერ იურიდიულ პირს, პარტნიორობას და ასოციაციას, რომლებიც თავიანთი სტატუსი მოიპოვეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას აქვს გამოყენებისას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ გადასახადების მიმართ, რომლებსაც ითვალისწინებს შეთანხმება; ამ სახელმწიფოს შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მნიშვნელობას უპირატესობა ენიაება ამ სახელმწიფოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მნიშვნელობებთან შედარები