1. ა) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული ანაზღაურებანი, ამ სახელმწიფოსათვის, ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლებისათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

ბ) ამასთან, ამგვარი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:

(I) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, ან

(II)     არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული

სამსახურის გაწევის მიზნით.

2. ა) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის ამ სახელმწიფოსათვის, ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის გადახდილი პენსია, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

ბ) მაგრამ, ამგვარი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს მოქალაქეს ან რეზიდენტს.

3. მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების ან პენსიათა მიმართ, ერთერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ბიზნესის განხორციელებასთან დაკავშირები