1. მე-6 მუხლში მოხსენებული უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და განლაგებულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც წარმოადგენს იმ მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან წარმოდგენილი იმ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საეაერო ხომალდებით და ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში. რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში
თავი V
ორმაგი დაბეგვრის აცილების მეთოდე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 22. კაპიტალი— „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება
მუხლი 23. კაპიტალი— კონვენცია იტალიის რესპუბლიკის მთავრობას და საქართველოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
მუხლი 22. კაპიტალი— საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია
მუხლი 23. კაპიტალი— შეთანხმება
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მუხლი 22. კაპიტალი— შეთანხმება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მუხლი 22. კაპიტალი— შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის
შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება
საქართველოს და ბელგიის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 23, №-, 05.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000493 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1217072/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია