1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომლებიც მოცემული შეთანხმების დებულებების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს ბელგიაში, საქართველო, ბ) და გ) პუნქტების დებულებების გათვალისწინებით, გაათავისუფლებს მსგავს შემოსავალს და კაპიტალს დაბეგვრისაგან;

ბ) თუ საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავლის ნაწილებს, რომლებიც მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების დებულებათა შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს ბელგიაში, საქართველო დაუშვებს რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვისას, რომელიც ბელგიაში გადახდილი გადასახადის ტოლია. გამოქვითული თანხა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში გადახდილი გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც დაანგარიშებულ იქნა გამოქვითვის წარდგენამდე და ვრცელდება ამ მეორე სახელმწიფოში მიღებული შემოსავლის ნაწილებზე;

გ) თუ, მოცემული შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან კაპიტალი ამ სახელმწიფოში გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, საქართველო, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე დაწესებული გადასახადის თანხის დაანგარიშებისას, გაითვალისწინებს დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ შემოსავალსა და კაპიტალს.

2. ბელგიის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ბელგიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალის ნაწილს, რომელიც საქართველოში, მოცემული შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გარდა მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების და მე-12 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების დებულებებისა, ექვემდებარება გადასახადს, ბელგიას შეუძლია გაათავისუფლოს მსგავსი შემოსავალი ან კაპიტალის ნაწილები გადასახადისაგან, მაგრამ ამავე დროს შეუძლია, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე დაწესებული გადასახადის თანხის დაანგარიშებისას, გამოიყენოს გადასახადის განაკვეთი, რომელიც მიიჩნევა მიღებულად, თუ მსგავსი შემოსავალი და კაპიტალის ნაწილები არ არის გათავისუფლებული გადასახადისაგან;

ბ) ბელგიის იმ კანონის დებულებების გათვალისწინებით, რომელიც ეხება საზღვარგარეთ გადახდილი გადასახადების გამოქვითვას ბელგიაში გადახდილ გადასახადიდან, სადაც ბელგიის რეზიდენტი იღებს თავისი მთლიანი შემოსავლის ნაწილებს ბელგიაში დივიდენდებად მიჩნეული გადასახადის გადახდის მიზნით და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ პროცენტი და როიალთი, გ) ქვეპუნქტის თანახმად, არ თავისუფლდება ბელგიაში დაწესებული გადასახადისაგან, საქართველოში ამ შემოსავალზე დაწესებული გადასახადი დაშვებულ იქნება კრედიტის სახით ბელგიაში მსგავს შემოსავალზე დაწესებულ გადასახადთან მიმართებაში;

გ) ბელგიის რეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოს რეზიდენტი კომპანიიდან მიღებული დივიდენდი ბელგიაში გათავისუფლებული უნდა იქნას კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისაგან ბელგიის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ლიმიტების ფარგლებში;

დ) იმ შემთხვევაში, როცა ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად, ბელგიაში გადასახადის დაბეგვრისას, ბელგიის რეზიდენტის მიერ საქართველოში განლაგებული მუდმივი დაწესებულების მოგებიდან, რიცხული დანაკარგები პირდაპირ გამოიქვითება ამ საწარმოს მოგებიდან, მაშინ ა)-ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ გამოიყენება ბელგიაში სხვა საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ დაწესებულების კუთვნილი მოგების მიმართ, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული მოგება გაწეულია დანაკარგების ანაზღაურების თვალსაზრისით და საქართველოში გათავისუფლებულია გადასახადის დაბეგვრისაგან.

თავი VI

სპეციალური დებულებე