დაწესებულებების თანამშრომლები
1. არაფერი ამ შეთანხმებაში არ შეეხება დიპლომატიური წარმომადგენლების და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმებით ან სპეციალური შეთანხმებების დებულებებით.
2. მოცემული შეთანხმების მიზნებისათვის, პირები, რომლებიც არიან მეორე ხელშემკვრელ ან მესამე სახელმწიფოში ერთერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიური მისიისა ან საკონსულო დაწესებულების წევრები და არიან წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები, მიიჩნევიან წარმდგენი სახელმწიფოს რეზიდენტებად, იმ შემთხვევაში თუ ექვემდებარებიან იგივე ვალდებულებებს შემოსავლებსა და კაპიტალზე დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაც დაწესებულია ამ სახელმწიფოს რეზიდენტებისათვის.
3. მოცემული შეთანხმება არ შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაწესებულებას ან თანამდებობის პირებს, აგრეთვე პირებს, რომლებიც არიან მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური მისიისა ან საკონსულო დაწესებულების წევრები და იმყოფებიან ერთ-ერთი ხელშემკვრელ სახელმწიფოში, და შემოსავლებსა და კაპიტალზე დაბეგვრის თვალსაზრისით არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ მიიჩნევიან რეზიდენტებად.
დასკვნითი დებულებე