1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო აუწყებს ერთმანეთს შეთანხმების ძალაში შესვლისათვის თავისი კანონმდებლობით მოთხოვნილი პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა ზემოაღნიშნულის თაობაზე უკანასკნელი შეტყობინების დღიდან (15) თხუთმეტი დღის შემდეგ.
2. მოცემულ შეთანხმების დებულებები იმოქმედებენ:
ა) შეთანხმების ძალაში შესვლიდან მომდევნო წლის პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ წყაროსთან დასაბეგრ გაცემულ ან გასაცემ შემოსავალზე დადგენილი გადასახადების მიმართ;
ბ) შეთანხმების ძალაში შესვლიდან მომდევნო წლის 31 დეკემბერს ან 31 დეკემბრის შემდეგ დასრულებადი საგადასახადო პერიოდების განმავლობაში მიღებულ შემოსავალზე დადგენილი სხვა სახის გადასახადების მიმართ;
გ) შეთანხმების ძალაში შესვლიდან ნებისმიერი მომდევნო წლის პირველ იანვარს არსებულ ქონებრივ ელემენტებზე დადგენილი ქონებრივი გადასახადების მიმართ.
3. ბელგია-ლუქსემბურგის ეკონომიკურ კავშირსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის 1993 წლის 23 ივნისს ბრიუსელში „ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის დებულებები არ გამოიყენება იმ შემოსავალსა და ქონებაზე დადგენილი გადასახადების მიმართ, რომლებზედაც მოქმედებს მოცემული შეთანხმებ