1. მოცემული შეთანხმება ძალაში დარჩება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი მოქმედების შეწყვეტამდე; ამასთან, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეთანხმების ძალაში შესვლიდან მომდევნო (5) ხუთი წლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის 30 ივნისისათვის დიპლომატიური არბების გამოყენებით მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გზით შეწყვიტოს შეთანხმების ძალაში ყოფნის ვადა. კალენდარული წლის პირველ ივლისამდე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, შეთანხების დებულებები საბოლოოდ გამოყენებული იქნება:

ა) წყაროსთან დასაბეგრ შემოსავალზე დადგენილი გადასახადების მიმართ, რომლებიც გაცემულია ან გაიცემა იმ წლის 31 დეკემბერს, რომელ წელსაც გაიგზავნა შეტყობინება შეთანხმების ძალაში ყოფნის შეწყვეტის თაობაზე;

ბ) იმ საგადასახადო პერიოდების განმავლობაში, რომელიც მთავრდება იმ წლის 31 დეკემბერს, რომელ წელსაც გაცემული იქნა შეთანხმების ძალაში ყოფნის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება, მიღებულ შემოსავალზე დადგენილი სხვა სახის გადასახადების მიმართ;

გ) იმ წლის პირველ იანვარს არსებულ ქონებრივ ელემენტებზე დადგენილი ქონებრივი გადასახადების მიმართ, რომელ წელსაც გაცემული იქნა შეთანხმების ძალაში ყოფნის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება.

რის დასტურადაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მიერ უფლებამოსილმა ქვემოთ მითითებულმა პირებმა.

შედგენილია [           ] 2000 წლის    [                 ]     ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

ბელგიის სამეფოს სახელით

(ხელმოწერილი