1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, წარმოადგინოს თავისი საქმე განსახილველად იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომელიც იწვევს დაბეგვრას მოცემული შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ.

2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის, და თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი მოცემულ შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება გამოიყენება რაიმე დროებითი შეზღუდვების მიუხედავად, რომლებიც არსებობენ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობაში.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა მოცემული შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან აუცილებელი ადმინისტრაციული ზომების მიღების თაობაზე, რათა შესრულებულ იქნას ამ შეთანხმების დებულებები, აგრეთვე, დამადასტურებელი საბუთების თაობაზე, რომლებიც მიწოდებულ იქნება ერთერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ, რათა მეორე სახელმწიფოში მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადის შემცირებისა და გამორიცხვის შედეგად მოხდეს მოგების მიღება.

5. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტების გათვალისწინებით შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ აზრთა სიტყვიერი გაცვლა, შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიიჩნევა მიზანშეწონილად, მსგავსი გაცვლა შეიძლება ჩატარდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისათვის შემდგარი კომისიის მეშვეობი