1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ვიდრე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგერთვე ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მოქალაქეობის არმქონე პირები, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომლებსაც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში.

3. მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ამ მეორე სახელმწიფოში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ავალდებულებდეს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიანიჭოს მეორე  ხელშემკვრელი სახელმწფიოს რეზიდენტებს რაიმე პირადი შეღავათები, გამოქვითვები და ფასდაკლებები დაბეგვრაში მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახურ გარემოებათა საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი ან სხვა გადახდები, რომლებსაც აწარმოებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე სახელმწფიოს რეზიდენტზე, ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებარონ გამოქვითვებს იმავე პირობით, მათი გადახდა რომ ხდებოდეს პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება.

5. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ერთ ან რამდენმიე რეზიდენტს ან მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი სახის გადასახადებზ