1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ვალდებულებას იღებენ ერთმანეთს დაეხმარონ გადასახადების აკრეფაში პროცენტებთან, ხარჯებთან და სამოქალაქო ჯარიმებთან ერთად, რომლებიც მიეკუთვნებიან ისეთ გადასახადებს, როგორიცაა „სახელმწიფო შემოსავლების აკრეფა“.
2. სახელმწიფო შემოსავლების აკრეფაში დახმარების შესახებ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნა შეიცავს ასეთი უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე მოწმობის გაცემას, რომ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შემოსავლების აკრეფა საბოლოოდ იქნეს განსაზღვრული. ამ მუხლის მიზნებისათვის სახელმწიფოს შემოსავლების აკრეფა მთლიანად განსაზღვრულია მაშინ, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს მის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად აკრიფოს სახელმწიფო შემოსავლები, ხოლო გადასახადის გადამხდელს არ აქვს არავითარი უფლება შეაფერხოს აკრეფა.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს შემოსავლების აკრეფა, რომელზეც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, წარმოებს მეორე სახელმწიფოს მიერ ისე, როგორც ასეთი აკრეფა იქნებოდა მეორე სახელმწიფოს მიერ ისე, როგორც ასეთი აკრეფა იქნებოდა მეოერ სახელმწიფოს საკუთარი შემოსავლების აკრეფა მაშინ, როდესაც ასეთი აკრეფა იქნებოდა მეორე სახელმწიფოს საკუთარი შემოსავალი და საბოლოოდ განსაზღვრული მისი კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად, რომელიც შეეხება მისი გადასახადების აკრეფას.
4. ამ მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აკრეფილი თანხები გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. ამასთან, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ხარჯებს თავის თავზე იღებს პირველად ხსენებული სახელმწიფო, ხოლო სხვა საგანგებო ხარჯებს – მეორე სახელმწიფო.
5. ამ მუხლის პირობების შესაბამისად, თუ სახელმწიფო შემოსავლების აკრეფის პერიოდში გადასახადის გადამხდელი იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ არავითარი დახმარება სახელმწიფო შემოსავლების აკრეფაში არ იქნება გაწეული.
6. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები შეეხება ყველა გადასახადს; რომელიც აკრეფილია პირის ან თავად ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ.
7. არაფერი ამ მუხლში განმარტებული არ უნდა იყოს ისე, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოზე ვალდებულების დაკისრება – მიიღოს ისეთი ხასიათის განსხვავებული ადმინისტრაციული ზომები, რომელიც გამოიყენება საკუთარი გადასახადების აკრეფისას ან ეწინააღმდეგება მის საზოგადოებრივ პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს